გიგა ბოკერია - აშშ-სთან უარი თქვეს საუბარზე ნატოს სამიტის წინ, ეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ქვეყნის უტიფარი ღალატის მორიგი დადასტურებაა - მათთვის დემოკრატიულად წერტილის დასმა აუცილებელია

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობის მიერ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ საკითხებზე საუბარზე უარის თქმა ნიშნავს -„ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის უტიფარი ღალატის მორიგ დადასტურებას“.

შესაბამისი განცხადებით, ბოკერია გამოეხმაურა აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, კიდევ ერთი ფაქტი გაირკვა, რომ „ქართული ოცნება“ ღიად ღალატობს ჩვენს ქვეყანას.

„რაც შენს ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების თვალსაზრისით და სადაც ჩვენ გვჭირდება ამ უსაფრთხოების მოპოვება, ანუ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან უარი თქვეს ამ თემაზე საუბარზე ნატოს სამიტის წინ. ეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის უტიფარი ღალატის მორიგი დადასტურებაა. ამის გაკეთებას ცდილობენ მშვიდობის დროშის დაცვის ქვეშ მაშინ, როცა სინამდვილეში ყველა მისი ნაბიჯით საქართველოს რუსეთთან პირისპირ დარჩენისა და სისხლისღვრისთვის სწირავენ. ერთადერთი ომის პარტია ივანიშვილის პარტია, „ქართული ოცნებაა" და ამიტომაა აუცილებელი მათთვის დემოკრატიულად წერტილის დასმა და ძალაუფლებიდან ჩამოშორება“, - აცხადებს ბოკერია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის