გმირთა მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია - მოედანზე გამავალი ყველა გზა გადაკეტილია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის იმ მონაწილეებმა, რომლებიც გმირთა მოედანზე არიან შეკრებილნი, მოედანზე გამავალი ყველა გზა ჩაკეტეს.

ამ დროისთვის გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად პარალიზებულია. შესაბამისად, ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ.

დემონსტრანტები გზებზე სხდებიან, რითაც მათ ჩაკეტვას უზრუნველყოფენ.

“დავიღლებით? არა!”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს