ეკა ბესელია - როცა ბავშვებს წყლის ჭავლით, რეზინის ხელკეტებით და კუნთმაგარი ადამიანებით ებრძვი და ასე გინდა, რომ ისინი მოიგერიო, ეს მარცხია

როდესაც ბავშვებს წყლის ჭავლით, რეზინის ხელკეტებით და კუნთმაგარი ადამიანებით ებრძვი და ასე გინდა, რომ ისინი მოიგერიო, ეს მარცხია,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან.

ბესელიას თქმით, ნათელია, რომ სრულიად ახალი მოცემულობა, ახალი რეალობაა, რომლითაც საზოგადოება ხედავს, რომ ახალი თაობა დგას ქვეყნის ინტერესების, მომავლის და საკუთარი მომავლის დასაცავად.

“ბოლო ოცი წელია ყველა პოლიტიკური პროცესის მონაწილე და ბევრი აქციის ორგანიზატორი ვარ და მე არ მახსენდება ამდენი ახალგაზრდა ქუჩაში ერთი კანონის წინააღმდეგ - ეს კანონი საკუთარი ქვეყნის მომავალთან ასოცირდება. არ მახსენდება, მათ შორის კრიტიკულ დღეებშიც კი, რომ ამდენი ადამიანი გამოსულიყოს, გარდა გამონაკლისი დღეებისა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სხვა რეალობაში ვართ. საქართველოში უკვე ევროპაა და ევროპაში საქართველო ამ თაობით შევა და სულ ტყუილად ჰგონია “ქართულ ოცნებას”, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს ზურგს შეაქცევს და კურსიდან გადაუხვევს. ეს არის სრულიად ახალი რეალობა, ახალი საქართველო ევროპულ გზაზე და თუ ვერ ხვდებიან, რომ უკვე ძალიან სევდიანი დასასრულისკენ მიდის “ქართული ოცნების” პოლიტიკური ისტორია, თვითონ ამას ძალიან მწარედ იგემებენ. აი, როდესაც ბავშვებს წყლის ჭავლებით, რეზინის ხელკეტებით და კუნთმაგარი ადამიანებით ებრძვი და ასე გინდა, რომ ისინი მოიგერიო, ეს მარცხია და მარცხი იყო 29 აპრილს, რაც აქ ხდებოდა”, - განაცხადა ბესელიამ.

გარდა ამისა, ის თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფასაც გამოეხმაურა.

“ძალიან მძიმე შინაგანი ნერვიული მდგომარეობა აქვს “ქართული ოცნების” ლიდერებს. დღეს, მან აჩვენა, რომ დაკარგული აქვს სიმშვიდე, ისე გამოვიდა წყობიდან”, - განაცხადა ბესელიამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა