ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის (WB) აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის სამი ათეული წლის ნაყოფიერი თანამშრომლობა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

„შეხვედრაზე მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მსოფლიო ბანკის პროგრამების ფარგლებში, საგზაო, მუნიციპალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების შესრულების პროგრესსა და შედეგებზე და აღნიშნა ამ პროექტების მნიშვნელობა ქვეყნის რეგიონების განვითარებისათვის.

იუჯინ რუგენაათმა დადებითად შეაფასა მიმდინარე პროექტების შესრულების პროგრესი, რაც, მისი თქმით, თანამშრომლობის გაღრმავების კარგ შესაძლებლობას იძლევა.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს რამდენმე პროგრამას. პროგრამები მოიცავს, როგორც საბაზისო (საგზაო, წყალმომარაგების და სხვა) ინფრასტრუქტურის, ისე ტურისტული ობიექტების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ირაკლი კაჭარავა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი ლუკ დრესი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის