ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს გერტ იან კოპმანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს გერტ იან კოპმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე დღის წესრიგს.

„მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარების პროცესში, მათ შორის ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის კომუნიკაციაში განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესრულების კუთხით და ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მნიშვნელობას და გამოიხატა მხარეების მზადყოფნა გააგრძელონ საქართველოს დახმარება რეფორმების გატარების პროცესში ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ აქტიურ კომუნიკაციას საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის წარმატებით დამკვიდრებული დიალოგის პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის განხორციელების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე