გიორგი მარგველაშვილი - ვნახეთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო საქართველო რუსეთის ორბიტაზე, რუსეთის ნაწილად ქცევის გეგმა - ვდგავართ ბევრი და გავიმარჯვებთ

ვნახეთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო საქართველო რუსეთის ორბიტაზე, ორბიტაზე კი არა, ფაქტობრივად, რუსეთის ნაწილად ქცევის გეგმა. ვდგავართ მშვიდობიანად, ვდგავართ ბევრი და გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ.

მარგველაშვილის თქმით, საპროტესტო მუხტი იზრდება და ღრმავდება ბრძოლის ჟინიც.

“ხელისუფლების პასუხი ძალიან ნათელია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხელისუფლებამ სამი დღის წინ გამოაცხადა საქართველოს გასაბჭოების გეგმა და არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს მათგან, იმიტომ, რომ როგორც საბჭოთა ხელისუფლება ექცეოდა თავის მოქალაქეებს, ამათაც სხვა მორალი და სხვა ღირებულებები არ გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო საქართველოს რუსეთის ორბიტაზე, ორბიტაზე კი არა, ფაქტობრივად, რუსეთის ნაწილად ქცევის გეგმა და ვდგავართ მშვიდობიანად, ვდგავართ ბევრი და გავიმარჯვებთ. არაერთ ასეთ პროცესში ვყოფილვარ და ამ ენერგიას ვინც გრძნობს, თქვენ აქ დგახართ და გრძნობთ, ხომ ხვდებით, რომ ეს ენერგია მხოლოდ იზრდება. ეს ემოცია, ადრენალინი, აღტაცება მხოლოდ იზრდება და ეს ბრძოლის ჟინი ღრმავდება”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევაზე და ქართული მხარის უარზე.

“საბჭოთა ცეკას მდივანს, რა უნდა ვაშინგტონში. ბუნებრივია, აქ აღარ არის მიკიბ-მოკიბვით საუბარი. რუსულში არის - “პადსტავიტ ტოჩკი ნადა”- ძალიან ნათლად დასვა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს გასაბჭოების აქცენტები [თავის] გამოსვლაში”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი