ნათია თურნავა ლიეტუვის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრს სიმონას კრეპშტას შეხვდა

თბილისში მიმდინარე აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, ლიეტუვის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრთან, სიმონას კრეპშტასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის არსებულ პარტნიორობაზე, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.

„მიმოიხილეს ცენტრალური ბანკების როლი და დეტალურად ისაუბრეს მონეტარული, ფისკალური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ, ყურადღება გამახვილდა ფინანსური ტექნოლოგიების დარგში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზე.

ნათია თურნავამ სიმონას კრეპშტას ფინტექის განვითარების მიმართულებით სებ-ის მიერ გატარებული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ შემუშავდა მარეგულირებელი ჩარჩო ლიცენზირების მკაფიო წესებით, დაინერგა ლიცენზირების სხვადასხვა რეჟიმი, როგორიცაა ციფრული ბანკინგის, VASP-ისა და პლატფორმის ლიცენზიები.

სიმონას კრეპშტამ, თავის მხრივ აღნიშნა, რომ ფინტექის სფეროში მსოფლიოში დიდი აქტივობა შეინიშნება, რასაც ფინანსური ტექნოლოგიის მიმართულებით მომუშავე კომპანიები აქტიურად ითვისებენ. კრეპშტას შეფასებით, საქართველოს და ლიეტუვას მსგავს პატარა ქვეყნებს, ბევრი საერთო, დიდი იმედები და თავდადება აქვთ უკეთესი ფინანსური ინსტიტუტები შექმნან და რეგიონის ფინტექ ჰაბად იქცნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს