საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის და USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები IFES-ის პრეზიდენტს - ენტონი ბენბერის და USAID-ის ევროპის და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს ალექსანდრე სოკოლოვსკის შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს USAID-ის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები, IFES-ის როლი საქართველოში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებში, საქართველოს წინასაარჩევნო გარემო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

„შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია