მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს - უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია - პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!

თქვენ ხართ ქართველი ხალხის წარმომადგენლები მოკავშირე სახელმწიფოებში და არა ამ ხელისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის - ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია საკითხზე - პოზიცია, რომ ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!!! - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც დიპლომატებს და საქართველოს სხვა სახელმწიფოებში აკრედიტებულ ელჩებს მიმართა.

მისივე თქმით, „ამ დროს სიჩუმე დანაშაულია საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე“.

„მინდა მივმართო დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში, თქვენ ხართ ქართველი ხალხის წარმომადგენლები მოკავშირე სახელმწიფოებში და არა ამ ხელისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ ანადგურებს ივანიშვილი და ეს ხელისუფლება ათწლეულების მანძილზე ნაშენებ მეგობრობას და დაუცველს ტოვებს საქართველოს.

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და „ოცნების“ მიერ მეორე მოსმენით მიღებული „რუსული კანონი“ პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ამის შესახებ თქვენ ყველაზე კარგად ხართ ინფორმირებულები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისაგან, როგორც პირველწყარო. ქვეყნის დასავლური კურსის ფორმირებაში და განმტკიცებაში დიპლომატიური კორპუსის უდიდესი წვლილია, ისევე როგორც თითოეული თქვენგანის, როგორც ამ პროცესის უშუალო მონაწილეების.

დღეს, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია საკითხზე, რომელსაც არა მარტო ქვეყნის დასავლური ვექტორის ცვლილება მოაქვს, არამედ თქვენს მრავალწლიან შრომას პირდაპირ წყალში ყრის...

ამ დროს სიჩუმე დანაშაულია საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე!

პოზიცია, რომ ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!!!“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს