კახა კალაძე - ბევრი გაბრაზებული მოქალაქე ვიხილეთ, რომელიც გადაადგილებას ცდილობდა, მოვისმინე, რომ სიმსივნით დაავადებული ადამიანი წამლის გასაკეთებლად მიდიოდა და არ უშვებდნენ, მესმის მათი, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს

[გზების გადაკეტვის გამო] ძალიან ბევრი ადამიანია გაბრაზებული, თუმცა უნდა ვეცადოთ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში უნდა გამოიხატოს და თუ პროტესტი კანონის ფარგლებს გასცდება, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება.

„ძალიან ბევრი ადამიანია გაბრაზებული, თუმცა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, დაცულია ქვეყანაში. ყველას აქვს უფლება კანონის ფარგლებში იმოქმედოს, როგორც კი ადამიანი გასცდება კანონის ფარგლებს, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება. ძალიან ბევრი ფაქტი ვიხილეთ გაბრაზებული მოსახლეობის, რომლებიც გადაადგილებას ცდილობდნენ, ცხადია, ადამიანებს რაღაც პრობლემები და საჭიროებები აქვთ. როდესაც სადღაც ბავშვი მიგყავს, გეჩქარება, ასევე, მოვისმინე, რომ ერთი სიმსივნით დაავადებული ადამიანი წამლის გასაკეთებლად მიდიოდა, არ უშვებდნენ - მძიმეა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა და მესმის იმ მოქალაქეების პროტესტი, რომლებიც ამ ყველაფერთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ, თუმცა ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ თავშეკავებულები ვიყოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს. არანაირი ძალადობა, არასდროს, მისაღები არ არის, არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური. ძალიან ბევრი ფაქტი იყო დაპირისპირების. აქციები შეუძლიათ გააგრძელონ, ოღონდ ეს ყველაფერი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. შეუძლიათ გადაკეტონ გზები, ეს მათი უფლებაა, ოღონდ კანონის ფარგლებში. როცა ადამიანების ცოტა რაოდენობაა და სპეციალურად კეტავ გზას, ამას ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, რეაგირება მოჰყვება", - განაცხადა კახა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია