კახა კალაძე - ერთი დალოცვილი ადამიანი არ გამოინახა კაცო - ხომ შეიძლება რაღაც არგუმენტი დადო, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ცუდი?

ერთი დალოცვილი ადამიანი არ გამოინახა კაცო, ხომ შეიძლება რაღაც არგუმენტი დადო, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი ცუდი? რატომ შეიძლება გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, განვითარებას, დემოკრატიულობას, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, რატომ კაცო? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბუნებაში არ არსებობს ისეთი არგუმენტი, რომელიც დაადასტურებს, თუ რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი ცუდი.

„ხომ შეიძლება ერთი ვიღაცა დალოცვილი გამოჩნდეს და თქვას ერთი არგუმენტი მაინც, რატომ არის აღნიშნული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ცუდი, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს ასეთი არგუმენტი. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ჩვენ რამე ხომ არ მოგვიგონებია კაცო! პირდაპირ გამოვედით და ვთქვით: აღნიშნულ კანონპროექტს ვიღებთ იმისთვის, რომ უცხოური გავლენა ჩვენს ქვეყანაზე შევამციროთ, ამაში შედის: დასავლეთიც, ამერიკაც, რუსეთიც. ყველა უცხოური სახელმწიფოს გავლენის შემცირება არის მნიშვნელოვანი. ჩვენი სუვერენიტეტი უნდა გაძლიერდეს, ჩვენი სახელმწიფოებრიობა უნდა გაძლიერდეს, ამას ღიად და გამჭვირვალედ ვამბობთ, არაფერი დასამალი არა გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის