შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა უფრო ღრმაა, ვიდრე შეიძლება, ასეთი სახის გაუგებრობები იყოს, ურთიერთობები დამყარებულია სტრატეგიულ პარტნიორობაზე

საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა უფრო ღრმაა, სერიოზული, ვიდრე შეიძლება, ასეთი სახის გაუგებრობები იყოს, და დამყარებულია ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობაზე და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც არის სურვილი ვიზიტის განხორციელების და ხდება წინაპირობების დაყენება, ეს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს პარტნიორულ ურთიერთობებს.

„რაც შეეხება კონკრეტულ შეთავაზებას პრემიერ-მინისტრის მიმართ ვიზიტთან დაკავშირებით, შეთავაზება როდესაც ხდება და იქვე წინაპირობების დაყენება, ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და იმ ნდობით ურთიერთობას, რომლითაც ვუყურებთ ჩვენს დამოკიდებულებას აშშ-ის მიმართ. ჩვენ სხვადასხვა დროს გამოგვიჩენია, რას ნიშნავს, ჩვენი გაგებით, პარტნიორობა. ჩვენს პარტნიორებს გავყევით ომში ავღანეთში და მხარდამხარ ვიბრძოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, არანაირი პირობა არ გვქონდა დაყენებული. ჩვენ გვესმოდა ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა უსაფრთხოების სახით მსოფლიოს წინაშე და ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიღებდით ამ საკითხზე. მოლოდინია, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულება იქნება და როდესაც არის სურვილი საუბრის, ვიზიტის განხორციელების, წინაპირობები არ იქნება დაყენებული, ვინაიდან ეს, გარკვეულწილად, ჩრდილს აყენებს დამოკიდებულებას, იწვევს კითხვის ნიშნებს, რატომ ხდება ასეთი წინაპირობების დაყენება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება