სალომე ზურაბიშვილი - სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა

სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა ძალიან ნათელია, რომ ეს კანონი შინაარსით რუსული კანონია, ვინაიდან ამ გზით რუსეთმა შეძლო რეალურად ჩაეხშო სამოქალაქო საზოგადოება, რასაც აქ მთავრობა ცდილობს. ცდილობს, რომ საქართველოს პარტნიორები როგორც რევოლუციის პარტნიორები წარმოსახოს, როგორც ისინი, ვინც მთავრობის დამხობას ცდილობს, და ძალიან ჩუმად არიან რუსეთთან დაკავშირებით, თითქოს ის დღეს ჩვენი მეგობარია.

ასე რომ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ პრობლემა რუსული მთავრობაა, რომელიც მიდრეკილია რუსეთისადმი დათმობები გააკეთოს და ამ ქვეყნის ორიენტაცია რუსეთისკენ შეატრიალოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება