სალომე ზურაბიშვილი - არა მგონია, რომ კომპრომისის შესაძლებლობა არსებობს, ვინაიდან კომპრომისი კანონის გაწვევა იყო - ეს ერთხელ მოხდა და ხელახლა წარადგინეს

არა მგონია, რომ კომპრომისის შესაძლებლობა არსებობს, ვინაიდან კომპრომისი კანონის გაწვევა იყო - ეს ერთხელ მოხდა და ხელახლა წარადგინეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას, რომ არსებობს შესაძლო კომპრომისის შესაძლებლობა, რომელიც დააკმაყოფილებდა დემონსტრანტებს, ისევე როგორც მმართველ პარტიას, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ის ასეთ შესაძლებლობას ვერ ხედავს.

“არა მგონია, რომ ის არსებობს [შესაძლო კომპრომისი], ვინაიდან კომპრომისი კანონის გაწვევა იყო. ეს ერთხელ მოხდა და მათ კვლავ წარადგინეს ის, და ამავდროულად სხვა რამდენიმე კანონი მიიღეს, მათ შორის ისეთი, რომელიც საქართველოს ოფშორად ხდის რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც დასანქცირებულები არიან.

ასე რომ, ეს ყველაფერი უკიდურესად სანერვიულოა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სწორად უნდა შეაფასონ ის, რაც აქ ხდება, და დაინახონ, რომ დღეიდან არჩევნებამდე ძალიან სახიფათო გზაა, ძალიან სენსიტიური გზაა არჩევნებამდე, სადაც ქართველ ხალხს შეეძლება თქვას ის, რისი თქმაც სურს. ყურადღება გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს