გიორგი გახარია - უნდა მოვემზადოთ იმ სცენარისთვის, რომ „ოცნება“ ამ კანონს მიიღებს, მაგრამ ეს სრულად არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ევროპულ პერსპექტივაზე უარს საბოლოოდ ამბობს - უნდა გვესმოდეს, რომ ამ კანონის მიღების შემდგომ გვაქვს არჩევნები

ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ის უნდა დარჩეს კონსტიტუციის ფორმებში - ამ წნეხის მოხსნა დღევანდელი ხელისუფლებიდან არ შეიძლება და არცერთ პოლიტიკოსს არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ისარგებლოს იმ მუხტით და ენერგიით, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

აღნიშნულით გიორგი გახარია გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ეწყობა.

გახარიას თქმით, თუ ამ პროტესტის ენერგიას პოლიტიკოსები დაეპატრონებიან, დიდი რისკია, რომ მოხდეს პროტესტის მარგინალიზაცია ან მაიდანიზაცია.

„გვაქვს რადიკალიზაციის ორი პოლიტიკური ხაზი: ერთი არის - ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება რომ დავარცხნილ, ბელარუსულ ვარიანტს გვთავაზობს და მეორე - ამ პროტესტის გარადიკალების ძალიან დიდი რისკი, რაც იქნება დაახლოებით, „მაიდანის“ მაგვარი. დღეს ივანიშვილი გვთავაზობს „ანტიმაიდანს“ თავისი ვითომ სახელმწიფოებრივი, პატრიოტული ქმედებებით. რეალურად, მთელი ჩვენი ამოცანა ის არის, რომ არ დავუშვათ პროტესტის რადიკალიზაცია და მაიდანიზაცია.

ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ის უნდა დარჩეს კონსტიტუციის ფორმებში. ამ წნეხის მოხსნა დღევანდელი ხელისუფლებიდან არ შეიძლება და არცერთ პოლიტიკოსს არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ისარგებლოს იმ მუხტით და ენერგიით, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს, იმიტომ, რომ თუ ამ პროტესტის ენერგიას პოლიტიკოსები დაეპატრონებიან, დიდი რისკია, რომ მოხდეს პროტესტის მარგინალიზაცია ან მაიდანიზაცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მოქალაქეების პროტესტს, რომელიც დღეს ძალიან გულწრფელი და საამაყოა, წინ უზარმაზარი გამოწვევა ელის.

„ამ პროტესტს, რომელიც დღეს ძალიან გულწრფელი და საამაყოა, წინ უზარმაზარი გამოწვევა ელის - პროვოკაციებით.

ამ პროტესტის გადაცემის ეფექტი უნდა გვქონდეს საარჩევნო უბანზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, „ოცნება“ მაინც რომ მიიღებს ამ კანონს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ სამოქალაქო დაპირისპირება“, - აღნიშნა გახარიამ.

ამავე თემაზე საუბრის დროს, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ყველა უნდა მოვემზადოთ იმ სცენარისთვის, რომ „ოცნება“ ამ კანონს მიიღებს, მაგრამ ეს სრულად არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ევროპულ პერსპექტივაზე უარს საბოლოოდ ამბობს.

„ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ იმ სცენარისთვის, რომ „ოცნება“ ამ კანონს მიიღებს. მაგრამ ეს სრულად არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ევროპულ პერსპექტივაზე უარს საბოლოოდ ამბობს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ კანონის მიღების შემდგომ ქვეყანაში გვაქვს არჩევნები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერითა და პარტნიორებით ეს არჩევნები ვაიძულოთ, რომ იყოს თავისუფალი, კონკურენტული და დემოკრატიული“, - განაცხადა გახარიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია