აზიის განვითარების ბანკი - აზიის განვითარების ფონდი $5 მილიარდით შეივსება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად

დონორები და აზიის განვითარების ბანკი (ADB) შეთანხმდნენ, რომ აზიის განვითარების ფონდის (ADF) 14 და ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდისთვის (TASF) 8 დამატებით გამოიყოფა 5 მილიარდი აშშ დოლარი ($). აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ADF არის ADB-ის გრანტების მთავარი წყარო იმ ოპერაციებისთვის, რომლებიც ხორციელდება ყველაზე ღარიბ და მოწყვლად განვითარებად წევრ ქვეყნებში. ფონდის სახსრები ივსება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. ADF 14, რომელიც დაარსებიდან მეცამეტედ იღებს სახსრებს, დააფინანსებს საგრანტო ოპერაციებს 2025-2028 წლებში. ADF 14-სთვის გამოყოფილი სახსრები თითქმის 22%-ით მეტია, ვიდრე ADF 13-ის ფარგლებში ხელმისაწვდომი $4.1 მილიარდი. რაც ნიშნავს, რომ ADB შესაბამის წევრებზე გასცემს დღემდე არსებულ ყველაზე მასშტაბურ ADF გრანტებს. TASF 8-ის გრანტები ხელს შეუწყობს პროექტების მომზადებას, შესაძლებლობების განვითარებას, უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას ან სტრატეგიის კონსულტირებას.

„გრანტები ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან ჩვენი ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი წევრები ცდილობენ შეცვალონ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების უარყოფითი შედეგები და მიიღონ ზომები კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად. ეს ღირსშესანიშნავი ინვესტიცია მიუთითებს ADF-ის დონორების ADB-სთან უწყვეტ თანამშრომლობაზე განვითარების გადაუდებელი გამოწვევების დასაძლევად მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

„ADF 14-ის პრიორიტეტია დახმარება გაუწიოს იმ პატარა, განვითარებად კუნძულოვან სახელმწიფოებს, რომლებიც მოწყვლადი არიან განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების მიმართ, და მყიფე, კონფლიქტის ზემოქმედების ქვეშ მქოფ ქვეყნებს.

ADF 14 განაგრძობს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და სტიქიური უბედურებების შემცირების კუთხით. ფონდი მასშტაბურ დახმარებას აღმოუჩენს რეგიონალურ თანამშრომლობას და განაგრძობს დახმარების გაფართოებას საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის, საგანგებო სიტუაციებში კრიზისებზე რეაგირების შესაძლებლობების გამოყენებით. ასევე, ხელს შეუწყობს ტრანსფორმაციულ გენდერულ მოქმედებას და საგანგებო სიტუაციებში კრიზისებზე საპასუხო მექანიზმის შემუშავებას.

დაფინანსების $2.5 მილიადი, ანუ 51% შეივსება დონორების კონტრიბუციით, მათ შორის იქნება ორი ახალი ქვეყანა: საქართველო და სომხეთი. ADB მნიშვნელოვნად გაზრდის ADF-ში საკუთარი შენატანის წილს წმინდა მოგებიდან ანუ ADF 13-ის ფარგლებში გამოყოფილი $1.2 მილიარდისგან განსხვავებით, ADF 14 თითქმის $1.6 მილიარდს მიიღებს, რაც 35%-იანი ზრდა იქნება. დარჩენილი $0.9 მილიარდს შეადგენს ADF-ის წინა ციკლებისა და ლიკვიდური ინვესტიციებისგან მიღებული სახსრები. პარალელურად, ADB გეგმავს $16.7 მილიარდის ოდენობის შეღავათიანი სესხების გაცემას. აღნიშნულ სესხებს ექნება დაბალი საპროცენტო განაკვეთი ხანგრძლივი გადახდის ვადაზე, ADF 14-ის მოქმედების პერიოდში. მთლიანობაში, ADB შეძლებს დაახლოებით $8 დოლარის გრანტისა და შეღავათიანი სესხის გაცემას დონორების მიერ გაღებულ ყოველ 1 დოლარიან კონტრიბუციაზე.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა