“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტის წინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილ მოქალაქეებს დღევანდელი დღის გეგმა გააცნეს.

ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, დღევანდელი დღის რელიგიური დატვირთვიდან გამომდინარე, აქციაზე იმაზე მეტ პროვოკაციას ელიან, ვიდრე სხვა დღეებში, რადგან ხელისუფლება გუშინდელ აქციებზე „დაკავებებს არ მორიდებია”.

როგორც ორგანიზატორებმა შეკრებილ აქტივისტებს მოუწოდეს, მოქალაქეებმა ყველანაირი შეურაცხყოფისგან და აგრესიისგან თავი უნდა შეიკავონ.

მათივე თქმით, ისინი მსვლელობით ჯერ „ქართული ოცნების” ოფისთან, შემდეგ იუსტიციის სახლთან, ხოლო ბოლოს ქაშვეთის ეკლესიასთან მივლენ.

„რადგან დღეს რელიგიურად ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე დღეა, ველით ბევრად მეტ პროვოკაციას, ვიდრე ეს აქამდე იყო მოსალოდნელი. რელიგიურად ასეთ მნიშვნელოვან კვირაში, ხელისუფლებას არც დიდ ხუთშაბათს არ მორიდებია დაკავებები. დღეს, „პარაგრაფთან“ ჩვენი თანამოაზრეების დაკავება უკვე დაიწყეს. მიუხედავად დაკავებებისა, იქიდან ძირითადი ნაწილი მაინც გადმოვა ჩვენთან. თხოვნაა, მაქსიმალურად ერთად იაროთ. თქვენი მხრიდან, არ იბილწსიტყვაოთ, აგრესიულები არ იყოთ, რადგან ამ პროცესის გაშავებას ეგრევე დაიწყებენ. ერთმანეთს მოუფრთხილდით.

იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება ევროპას, როგორც სატანისტურ წარმონაქმნს ისე გვიხატავს, ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ საქართველო რელიგიურად და კულტურულადაც ევროპის ნაწილია.

ჩვენ პარლამენტიდან მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისამდე მივალთ, სადაც წინა დღეებში დაკავებულ ადამიანებზე ვისაუბრებთ და მათ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ამის შემდეგ, იუსტიციის სახლთან ჩავალთ, შემდეგ დედა ენის ბაღთან და ბოლოს, 9 აპრილის ბაღიდან ქაშვეთის ტაძართან ამოვალთ. იქ, დღევანდელი დღის მნიშვნელობიდან გამომდინარე პატარა პერფორმანსს მოვაწყობთ. თუ ვიღაცები ეცდებიან თქვენ სხვა მიმართულებით წაგიყვანონ, არ დაუჯეროთ, ეს არის გეგმა”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს