შალვა პაპუაშვილი - არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს „მშვიდობიანი"’ უწოდა - სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს

ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა.

"ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი,

პოლიცია, ძირითადად, პარლამენტის შენობის დაცვით შემოიფარგლებოდა. ძალას მხოლოდ პარლამენტის შესასვლელების დაცვისა და შენობაში შეჭრის აღსაკვეთად იყენებდა. ოთხშაბათს კი, როდესაც პარლამენტზე თავდასხმა განსაკუთრებულად ძალადობრივი იყო, პოლიცია მხოლოდ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე მოქმედებდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელების გადაადგილების და გამოხატვის თავისუფლებისათვის წინააღმდეგობა არავის შეუქმნია, ისინი მაინც უტევდნენ და ვანდალურად აზიანებდნენ პარლამენტს, რომელიც ქართული დემოკრატიის ყველაზე მთავარი ინსტიტუტი და სიმბოლოა.

საჭირო გახდა რვა პოლიციელის ჰოსპიტალიზება, ერთ-ერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

სამწუხაროდ, არც ერთმა უცხოურმა საელჩომ და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. მეტიც, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი"’ უწოდა.

სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის, რომ ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს.

ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება