ნათია თურნავა სსფ-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლუკ დრესსეს შეხვდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სსფ-ის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში იმყოფება.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს, ეკონომიკური ზრდის ფაქტორების, ფინანსური ბაზრების განვითარებისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნების თაობაზე ისაუბრეს. ასევე შეაფასეს არსებული გეოპოლიტიკური რისკები და მათთან დაკავშირებული გამოწვევები”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!