ნათია თურნავა  „ჯეიპი მორგანის“ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა „ჯეიპი მორგანის“ ვიცე-პრეზიდენტს დანიელ ზელიკოვს შეხვდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ჯეიპი მორგანს“ შორის მრავალწლიან თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, როგორც საერთაშორისო რეზერვების მართვის, ისე ადგილობრივი ბაზრების განვითარების მიმართულებით.

„მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და გლობალური გამოწვევები. როგორც შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ისეთ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობა როგორიც „ჯეიპი მორგანია“ მნიშვნელოვანია ქართული საფინანსო სისტემისთვის.

„ჯეიპი მორგანი“ მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტია საინვესტიციო ბანკინგის, კომერციული ბანკინგის, ფინანსური ტრანზაქციების დამუშავებისა და აქტივების მართვის სფეროში. კომპანია მსხვილ ფინანსურ კორპორაციებსა და ფიზიკურ პირებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ემსახურება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს