პეტრე ცისკარიშვილი - ოთხი დღე გავიდა, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან და დღემდე არავინაა პასუხისგებაში მიცემული - მოვითხოვთ, გამოძიება დაიწყოს!

უკვე ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან და დღემდე არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული - მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს საქმის გამოძიება, ყველა ადამიანი იყოს სააშკარაოზე გამოყვანილი, ყველა კადრი იყოს ამოღებული, რათა საზოგადოებამ თავად ნახოს ვინ არიან დამნაშავეები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მომხდარის გამო არავინ არ არის თანამდებობიდან გათავისუფლებული და არავის არ დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც არის „აბსოლუტურად მიუღებელი“.

„უკვე ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი გახდა არაჰუმანური და სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი სახელმწიფოს მხრიდან. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის ჯალათების მიერ ის იყო გატაცებული რამდენიმე წუთის გამავლობაში მას სასტიკად სცემდნენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ვიდეოსაც უღებდნენ, სთხოვდნენ საკუთარი თავის შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებას, საბოლოოდ ვიხილეთ მისი ვიზუალი და ოთხი დღის თავზე არავინ არის პასუხისგებაში მიცემული. არავინ არ არის თანამდებობიდან გათავისუფლებული და არავის არ დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. 29 აპრილს, საბიუჯეტო თანამშრომლების მიერ ხელოვნურად ორგანიზებულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილი წარადგინეს შემდეგნაირად - რით ვერ გაიცნო ეს კაცი დასავლეთმა ამდენი ხანი. შემდეგი 24 საათის განმავლობაში, თავისი სიტყვიდან გამომდინარე, როდესაც მან ეფექტურად დააანონსა საქართველოს ბელორუსიზაცია და შემდეგი 24 საათის განმავლობაში, როდესაც ვიხილეთ ლევანის დასახიჩრებული ვიზუალი, ძალიან კარგად გაიცნო მსოფლიომ ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მისი სახე, აქედან გამომდინარე, ჩვენ დაუყოვნებლივ ვითხოვთ, რომ ეფექტური გამოძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების მიხედვით არის სახელმწიფოს არსებითი ვალდებულება, რომ ასეთი დანაშაულები იყოს გამოძიებული და არავის არ ჰქონდეს პოლიტიკური იმუნიტეტი, რომ ის თავისუფლად ივლის ასეთი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ამოღებულ იქნას ყველა კადრი, საზოგადოებამ ნახოს ვინ არიან ეს დამნაშავეები. ბატონო მემანიშვილი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და თავისი სამხრეების გარდა, ტელეფონითაც იღებდა ცემის ფაქტს და დარწმუნებული ვარ, რომ ის დაკითხულიც არ არის. ასე რომ, სასწრაფოდ ყველა ეს ადამიანი იყოს გამომზეურებული და დაკითხული და საზოგადოებამ უნდა იცოდეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო