შალვა პაპუაშვილი - გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს! თითოეულ მართლმადიდებელს მინდა ვუსურვო სულიერი სიმტკიცე და მხნეობა, ჩვენ ქვეყანას კი - მშვიდობა და ერთიანობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად მართლმადიდებლური სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, აღდგომა ახალი გზის დაწყების, სათნოებისა და სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია.

,,ქრისტე აღდგა! გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს! სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის ამ უდიდეს დღეს მინდა, თითოეულ მართლმადიდებელ ქართველს ვუსურვო სულიერი სიმტკიცე და მხნეობა, ჩვენ ქვეყანას კი - მშვიდობა და ერთიანობა. აღდგომა ახალი გზის დაწყების, სათნოებისა და სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია. ამიტომაც არის ის ყველაზე დიდი საუფლო დღე. ჩვენთვის, მართლმადიდებლებისათვის, ის სიცოცხლის მარადიულობის და ბოროტის სიკეთით ძლევის დასტურია. დასტურია იმისა, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის ამარცხებს სიცრუეს და ფარისევლობას”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება