"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" - ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას - ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფზაზავას თავს დაესხნენ.

მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა.

"საღამოს შვიდ საათზე მე და ჩემმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, სოფელში ჩემს დასათან წავსულიყავით. სადარბაზოდან რომ ჩამოვედით, ეზოში მანქანა შემოვიდა, სადარბაზოსთან გააჩერეს, გინება დამიწყეს, "შენ ნაციონალო", პოლიტიკური კუთხით",- განაცხადა "მთავარ არხთან" აფხაზავამ.

მისივე თქმით, თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "მასწავლების ეროვნულმა ჯილდომ" "ფეისბუქზე" და განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სახელით, ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არამხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება.

ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს