რატი იონათამიშვილი - ვუსმენთ ყველას, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც ჩვენი სახელმწიფოსთვის არის უკეთესი - რაც შეეხება სანქციებს, ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მისთვის მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს, როდესაც ეს ქვეყნის და ერის საქმეს ეხება

ჩვენ ვუსმენთ ყველას, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის ან სახელმწიფოსთვის არის უკეთესი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხს, იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ არაფორმალურად ის უკვე დასანქცირებულია და მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს, როდესაც ქვეყნის და ერის საქმეს ეხება.

„რაც შეეხება სანქციების თემას - ერთის მხრივ ეს ხელოვნურია, მაგრამ მეორე მხრივ, ვიცით, რომ არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მას უკანონოდ აქვს შეზღუდული წვდომა ანგარიშებზე და არაერთ საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცა თავისი სიმართლე. თუ ამ ადამიანს არ იცნობენ, ახლა მაინც გაიცნობენ, რომ მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს მისთვის, როდესაც ეს ქვეყნის და ერის საქმეს ეხება“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა, რომლის კომენარსაც პრესსამსხური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!