გიორგი ვაშაძე - ლადო აფხაზავაზე თავდასხმა არის ადამიანებისა და ჩვენი ღირსეული პედაგოგების დაშინების მორიგი მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან

კატეგორიულად ვგმობ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებ მას! ამ დანაშაულისთვის ყველა დამნაშავემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ეს არის მმართველი პარტიის მხრიდან მორიგი დაშინების მცდელობა

"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარი სახე ლადო აფხაზავაზე თავდასხმით, რომელიც აქტიური მოქალაქე და გამორჩეული მასწავლებელია. ეს თავდასხმა დაემთხვა ლადოს გააქტიურებას და სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას. ლადოზე თავდასხმა არის "ქართული ოცნების" მხრიდან ადამიანებისა და ჩვენი ღირსეული პედაგოგების დაშინების მორიგი მცდელობა.

ძალადობას საერთო არაფერი აქვს არც დემოკრატიასთან და არც ევროპასთან. კატეგორიულად ვგმობ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას! ამ დანაშაულისთვის ყველა დამნაშავემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს არჩევანია ევროკავშირი და მსგავსი ქმედებებით ქართველ ხალხს, ქუჩაში გამოსულ საამაყო ახალგაზრდებს ვერ შეაშინებენ!

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” , - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ. მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა. ამასთან, აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ" "ფეისბუქზე" და განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. „ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება”, - ნათქვამია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს