ჯოზეფ  ბორელი - რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ისრაელის ბრძანება ყველაზე უარესს ნიშნავს: მეტ ომსა და შიმშილს - ისრაელმა სახმელეთო შეტევაზე უარი უნდა თქვას

ისრაელმა რაფაჰში სახმელეთო შეტევაზე უარი უნდა თქვას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ისრაელის ბრძანება ყველაზე უარესს ნიშნავს: მეტ ომსა და შიმშილს. ეს მიუღებელია. ისრაელმა სახმელეთო შეტევაზე უარი უნდა თქვას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, „ევროკავშირს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მოქმედება შეუძლია და უნდა იმოქმედოს, რათა ასეთი სცენარი თავიდან აიცილოს“.

შეგახსენებთ, დღეს ისრაელმა ქალაქ რაფაჰის ევაკუაციის ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილიდან ღაზის სექტორის სამხრეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია დაიწყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება