თეთრი სახლი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას რაფაჰში ოპერაციის შესახებ თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას რაფაჰში ოპერაციის შესახებ თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას კერემ შალომის გადასასვლელის თავიდან გახსნას დათანხმდა.

ასევე, სატელეფონო საუბრისას, ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის ბოლოდროინდელი მცდელობების შესახებ აცნობა და რაფაჰში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ გაუმეორა.

შეგახსენებთ, ისრაელმა კერემ შალომის გადასასვლელი მას შემდეგ დახურა, რაც გუშინ, გამშვებ პუნქტთან ახლოს მდებარე ისრაელის სამხედრო ბაზაზე „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება