კატარის დელეგაცია, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებების განახლების მიზნით, კაიროში ჩავა

კატარის დელეგაცია, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებების განახლების მიზნით, დღეს კაიროში გაემგზავრება, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ჰამასმა“ ორშაბათს შუამავლებს ზავის წინადადებაზე პასუხი გაუგზავნა.

კატარის ხელისიფლება, რომელიც ეგვიპტესთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი და მუდმივი შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდება.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შუამავლების წინადადებას დათანხმდა, მაგრამ ისრაელმა განაცხადა, რომ პირობები მის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ჰამასის წინადადება შორს არის ისრაელის ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებისგან, ისრაელი ეგვიპტეში დელეგაციას გაგზავნის, რათა მაქსიმალურად გაზარდოს ისრაელისთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა“. ამასათან, ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი ქალაქ რაფაჰში მოქმედებას გააგრძელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის