ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ღაზის მხარეს, კონტროლი დააწესეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადამ დღეს დილით ღაზის მხრიდან რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაიკავა.

სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს ერთმანეთთან აკავშირებს, ამჟამად მოწყვეტილია აღმოსავლეთ რაფაჰში მდებარე სალაჰ ა-დინის გზიდან, რომელიც ისრაელელმა სამხედროებმა წუხელ განხორციელებული შეტევის დროს დაიკავეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამის ოპერაციაში დაახლოებით 20 შეიარაღებული ადამიანის ლიკვიდაცია განხორციელდა და სამი მნიშვნელოვანი გვირაბი აღმოაჩინეს.

ამასთან, შეტევის დროს გაანადგურეს ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკისკენ მოძრაობდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათმა საჰაერო ძალებმა ღამით რაფაჰში „ჰამასის“ 50-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს