იაგო ხვიჩია - ნებისმიერი „ფაფხური“ უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების გადაბარების პროცესს აფერხებს და ამაში ჯიუტდებიან, თორემ ჩემი აზრით, ხალხმა უკვე გამოიტანა ხელისუფლების ცვლილების გადაწყვეტილება

პირველი იმით ვხსნი, რომ „ქოცების” გამოცხადებული უქმე დღე - უქმე დღე არ არის. უქმე იმდენადაა, რამდენადაც ცდილობენ, რომ ახალგაზრდების პროტესტი შეაფერხონ, ხალხს დასვენება გამოუცხადონ და აღდგომის მერე თბილისში სწრაფად არ ჩამოიყვანონ, მაგრამ ჩემი აზრით, არცერთ ამ მცდელობას დიდი აზრი არ აქვს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტში 10 მაისს, უქმე დღეს იურიდიული კომიტეტის ჩანიშვნას.

ხვიჩიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კარგიც კი არის, იმისთვის, რომ „რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ეს კანონი და არ გადაიფიქრონ, რადგან „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება ასე შეგნებულად და გამიზნულად სხვას გადააბაროს, მაშინ ბარემ დროზე გაირკვევა ვის შეიძლება გადაბარდეს“.

„პირველი იმით ვხსნი, რომ „ქოცების” გამოცხადებული უქმე დღე - უქმე დღე არ არის. უქმე იმდენადაა, რამდენადაც ცდილობენ, რომ ახალგაზრდების პროტესტი შეაფერხონ, ხალხს დასვენება გამოუცხადონ და აღდგომის მერე თბილისში სწრაფად არ ჩამოიყვანონ, მაგრამ ჩემი აზრით, არცერთ ამ მცდელობას დიდი აზრი არ აქვს. პირიქით, კარგიც კი არის რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ეს კანონი და არ გადაიფიქრონ, იმიტომ რომ რადგან მათ გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლება ასე შეგნებულად და გამიზნულად სხვას გადააბარონ, მაშინ ბარემ დროზე გავერკვეთ ვის შეიძლება გადაბარდეს, რადგან რასაც ვუყურებ, “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ მოიშოროს ეს მძიმე ტვირთი”, - განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ახლა ნებისმიერი „ფაფხური“ უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელისუფლების გადაბარების პროცესს აფერხებენ.

„ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ მძევალია თავისი არასწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებისა. ფაქტობრივად, მათ ქართველ ხალხში დასაყრდენი და საძირკველი ჩამოეშალათ. შესაბამისად, ახლა ნებისმიერი „ფაფხური” უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელისუფლების გადაბარების პროცესს აფერხებენ და ამაში ჯიუტდებიან, თორემ ჩემი აზრით, ხალხმა უკვე გამოიტანა ხელისუფლების ცვლილების გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, 10 მაისს, უქმე დღეს, საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. დღის წესრიგის მიხედვით კომიტეტზე 10 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი არ განიხილება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს