ლაშა ფარულავა - მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ნაჩვენებია როგორ იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე, ჩამოთვლილი გვყავს კონკრეტული ადამიანები - ვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და ყველა პირი დაისაჯოს

მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე, ჩამოთვლილი გვყავს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ივანიშვილის დავალებას, ეს არის "ხარება", გოგა მემანიშვილი და ყველა ის "რობოკოპი", რომლის სანომრე ნიშანი, მათ შორის რამდენიმე სიუჟეტში არის ასახული, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და ყველა პირი დაისაჯოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ გენერალურ პროკურატურასთან პარტიის იურისტ, ლაშა ტყეშელაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა არ არის მხოლოდ სასტიკი ძალადობა, არამედ პოლიტიკური და ფიზიკური ანგარიშსწორება ყველა იმ ოპოზიციონერზე, პროდასავლურ ლიდერზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ გატეხა ივანიშვილის რეჟიმმა“.

„მეშვიდე დღე დაიწყო და გამოძიება არ დაწყებულა, როცა მათი პირდაპირი ვალდებულებაა დაწყებულიყო გამოძიება ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ეპიზოდზე და მათ შორის, ყველა იმ ახალგაზრდის ცემაზე, რომელიც მოდის ივანიშვილის რეჟიმისგან. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება ყველა ამ ძალადობაზე, ვინაიდან ეს არის პროკურატურის პირდაპირი ვალდებულება. მათ გააჩნიათ პასუხისმგებლობა, რომ მაღალი სტანდარტით, როგორც სამართლებრივ ისე პოლიტიკური, შემოგვთავაზონ გამოძიება. მოვიტანეთ ფოტო მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ძალადობს ივანიშვილის რეჟიმი ლევან ხაბეიშვილზე. ფოტომასალაში ჩამოთვლილი გვყავს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ივანიშვილის დავალებას. ეს არის "ხარება", გოგა მემანიშვილი და ყველა ის "რობოკოპი", რომლის სანომრე ნიშანი, მათ შორის რამდენიმე სიუჟეტში არის ასახული, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და ყველა პირი დაისაჯოს. რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ივანიშვილის პროკურატურა და შოთაძე დაიწყებს გამოძიებას, თუმცა ყველას შევახსენებ, რომ ამ ძალადობას არ აქვს ხანდაზმულობა და აუცილებლად ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში