რელიგიის სააგენტო - ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა გიორგობა კახში იზეიმეს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანობის წმინდანის, საქართველოს მფარველი წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, გიორგობისდღესასწაულს - 6 მაისს და 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი მრევლის, საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის დამთავრობის წარმომადგენლები ტრადიციულად, კახის რაიონში, თანამემამულეებთან ერთად ზეიმობენ.

„დღევანდელ ზეიმს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან გიორგობა მაცხოვრის ბრწინვალე აღდგომის მეორე დღეს, ბრწყინვალე შვიდეულში აღინიშნება. თავდაპირველად, დელეგაციის წევრები კახის რაიონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვივნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმამმართველმა თეოდორემ (ჭუაძე) და კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა მღვდელმა პეტრემ(ხუმარაშვილი) აღავლინეს.

წირვის დასრულების შემდგომ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა მრევლს საჩუქრად ბიბლია, სახარება და ქართული ხალხური საკრავები გადასცეს.

შემდეგ, ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) პარაკლისი გადაიხადა კახში მცხოვრები ქართველობის მთავარ რელიგიურსიწმინდესა და სალოცავში - ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარიდა გურამ მაჭარაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, იურისტი ალექსანდრე შეყილაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.

მოგვიანებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაზე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქანის რაიონის სოფელ ითითალას კულტურის ცენტრში შეხვდნენ იქ მცხოვრებ ქართულ დიასპორას.

სპეციალურად ამ შეხვედრისთვის სოფ. ითითალაში საქართველოდან ჩავიდნენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი და შეიხი, ფაიგ ნაბიევი. სოფ. ითითალას ქართველობამ გულთბილი დახვედრა მოუწყო საქართველოდან ჩასულ დელეგაციას და ქართული ფოლკლორული ცეკვითა და სიმღერით მოიწონა თავი.

დელეგაციის წევრები გაესაუბრნენ ადგილობრივ მაცხოვრებელბს, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით და ქართულ ენაზე თარგმნილი ყურანი და ქართული ხალხური საკრავები გადასცეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაიგეგმა ქართულ დიასპორასთან ურთიერთობისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის