პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევისთვის არსებული ჯარიმების ოდენობის გაზრდა და ახალი სანქციების დაწესება იგეგმება

პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევისთვის არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება და ასევე, ახალი სანქციების დაწესება იგეგმება.

მთავრობის ინიციატივით, “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ მთელი რიგი მიმართულებით ცვლილებები ხორციელდება. პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

იზრდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები და შემოდის სიახლე - წესდება ჯარიმები სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევებზე. კერძოდ, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა, ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც 1500 ლარამდეა, განისაზღვრება - 1500 ლარიდან - 3000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 3000 ლარიდან - 5000 ლარამდე.

ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა, ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც 3000 ლარამდეა, განისაზღვრება 3000 ლარიდან - 5000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 5000 ლარიდან 8000 ლარამდე.

ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც 5000 ლარამდეა, განისაზღვრება - 5000 ლარიდან - 7000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 7000 ლარიდან - 10 000 ლარამდე.

ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც 7000 ლარამდეა, განისაზღვრება 7000 ლარიდან - 9000 ლარამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით, დაჯარიმდება 9000 ლარიდან - 12 000 ლარამდე.

“პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს“ ახალი სამართალდარღვევის სახეობა ემატება. კერძოდ, წესდება პასუხისმგებლობა პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის და დგინდება აღნიშნულის ჩადენაზე შესაბამისი ჯარიმების ოდენობები, რაც სამართალდარღვევის სიმძიმისა და სპეციფიკის მიხედვით არის დიფერენცირებული და 500 ლარიდან - 5000 ლარამდე განისაზღვრება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია