ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი

ეს ვიზიტიც [შვედი მინისტრის] ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მთელი მსოფლიო ქართველი ხალხის მხარეს დგას.

„ეს ვიზიტიც ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას იმ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა სუვერენიტეტი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დაუპირისპირდა ქართველ ხალხს და ამ დაპირისპირებაში გამარჯვება აუცილებლად იქნება ქართველი ხალხის მხარეს გამომდინარე იქიდან, რომ მთელი მსოფლიო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება