ანა ბუჩუკური - სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ვერ გავიზიარებ - სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი!

სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, რადგან ამ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი ძალიან მკაფიო იყო, ეს სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

აღნიშნულით ის „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი მიმართვას მოთხოვნით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს.

„სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, რადგან ძალიან მკაფიო იყო ამ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი, ეს სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი. „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ ეს სტატუსი ქართველმა ხალხმა მოიპოვა, ამ მონაპოვარს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მეორეს მხრივ, ცხადია, რომ „ოცნების“, ივანიშვილის „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო ნაბიჯს წინ, ევროკავშირისკენ ვერ გადადგამს. ვიმეორებ, სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, ასევე ძალიან ცხადია, ივანიშვილის პირობებში ეს ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ვეღარ გახდება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ის შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. როგორც ბუჩუკური აცხადებს, ქვეყნის პარტნიორები „მკაფიოდ ამბობენ, რომ ამ კანონის [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] პირობებში საქართველო ნაბიჯს წინ, ევროკავშირისკენ ვერ გადადგამს“.

„ჩემი გუნდის პოზიცია იქნა გაჟღერებული, რომ ამ რთულ პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მიუხედავად ხელისუფლების ნეგატიური თავდასხმითი გზავნილებისა, ჩვენმა პარტნიორებმა ქართველი ხალხის გვერდში დგომა გააგრძელონ და რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები მოგვეხმარონ, როგორც ეს 2012 წელს მოხდა, ქართველ ხალხთან ერთად ჩავატაროთ და დავიცვათ ნორმალურთან მაინც მიახლოებული არჩევნები“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ის ასევე გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დადგინდა. ბუჩუკურის თქმით, „ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების ამნისტიას არ ემხრობოდა, გახარია და მისი გუნდი იყო“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში