მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტარები ცდილობენ, რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში - მე დავსვამდი კითხვას: რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების სურვილი?

არ ვიცი [ევროპარლამენტარებს] რა დარჩათ სათქმელი რეზოლუციის მიღმა, თუმცა ეს არის კიდევ დამატებითი ინსტრუმენტი, რომ აქ რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 31 ევროპარლამენტარს შეეძლო საკუთარი მოსაზრებები იმ რეზოლუციაში დაეფიქსირებინა, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა.

“ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია და მე ვფიქრობ, რომ ამ 31 ევროპარლამენტარს შეეძლო საკუთარი მოსაზრებები იმ რეზოლუციაში დაეფიქსირებინათ, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა. არ ვიცი [ევროპარლამენტარებს] რა დარჩათ სათქმელი რეზოლუციის მიღმა, თუმცა ეს არის კიდევ დამატებითი ინსტრუმენტი, რომ აქ რამენაირად დაეხმარონ ევროპარლამენტარები საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ეს ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას, რასაც წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება ვერ დაუდგება.

“მე დავსვამდი კითხვას: რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები? რამდენად არის ის ქართული სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესში, როდესაც ხელისუფლებასაც და ხალხსაც აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებული სურვილი? საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს არ არის ხუმრობით გაკეთებული განცხადება, ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ეს ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას. ამას წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება ვერ დაუდგება”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართავს.

მათივე ცნობით, ღია წერილში ნათქვამია, რომ "რუსული კანონის ინიცირებამ და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ გადალახა ზღვარი". ევროპარლამენტარები ბორელს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ, შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს დაფინანსება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება