ეკა გიგაურის განცხადებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი საქართველოში განვითარებული პროცესებით დაინტერესდა და არსებული ვითარების გამო წუხილი გამოთქვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, იოჰან ფორსელი საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა და ქვეყანაში არსებული ვითარების გამო წუხილი გამოთქვა.

როგორც გიგაურმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„ჩვენ ძირითადად მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში. რატომ ვფიქრობთ, რომ ეს არის პრობლემა. ძირითადად, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ ჩვენი არგუმენტები წარმოვადგინეთ. მათი მხრიდან კონკრეტული პოზიციები არ იყო დაფიქსირებული, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია აინტერესებდათ. მთავარი არის ის, რომ ისინი ამ ყველაფერთან დაკავშირებით წუხან. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით დგანან. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ამ გზაზე წინ წაიწიოს. ამიტომ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქართველმა ხალხმა ამას მიაღწიოს“, - განაცხადა გიგაურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება