ლევან სამუშია - საქართველოს მოქალაქეებს რუსულ ოცნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოტანილი აქვთ, რაშიც თვითონაც არიან დარწმუნებული - ხელისუფლება პანიკაშია

ხელისუფლება პანიკაშია, ეს პანიკის მაჩვენებელია, ამით ვერავინ ვერავის დააშინებს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ საქართველოში ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რასაც 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებთან აღასრულებენ.

„ხელისუფლება პანიკაშია, ეს პანიკის მაჩვენებელია, ამით ვერავინ ვერავის დააშინებენ. საქართველოს მოქალაქეებს რუსულ ხელისუფლებაზე და „რუსულ ოცნებაზე“ გადაწყვეტილება გამოტანილი აქვთ. ხელისუფლებას ვეუბნები: თქვენს დანაშაულში, კიდევ სხვებს ნუ ჩაითრევთ. მალე იქნება ოქტომბერი და საქართველოს მოქალაქეები საარჩევნო უბნებთან იმ გადაწყვეტილებას აღასრულებენ, რა გადაწყვეტილებაც გამოტანილი აქვთ. ამაში, რომ დარწმუნებული ხართ, მაგიტომ ხართ პანიკაში“, - განაცხადა სამუშიამ.

როგორც მან შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორ, გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმაზე საუბრისას აღნიშნა, მომხდარი არის მორიგი სისხლის სამართლის დანაშაული, სადაც კადრებშიც ჩანს, ვინ არის თავდამსხმელი.

„სად არის გამოძიება? უტყუარი მტკიცებულებებია, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის. სახელი, გვარი, სახე, მანქანის ნომრები - სად არის გამოძიება, თუ თქვენი მართული არ არის?

ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრებზე თავდასხმა, ერთ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილზე, მეორე შემთხვევაში ლევან ხაბეიშვილზე. როგორც ხაბეიშვილს, ისე ელისაშვილს მძიმე ტრავმები აქვთ მიყენებული. უკვე თქვეს, რომ არ გვჭირდება გამოძიებაო, ჩვეულებრივ რუსული რეჟიმია! რუსეთში ასე აკეთებენ და ამ ყველაფრის კოპირება მიმდინარეობს. გამოძიება გააუქმეს! „გამოძიება მიმდინარეობს“ - ეს სასაცილოდ ქცეული ფრაზაა.

კიდევ ერთი მაგალითი - ირაკლი კუპრაძე. ხელებაწეული ადამიანი, სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს. ფიზიკურად იძალადეს. სად არის ირაკლი კუპრაძეზე, სავარაუდოდ განხორციელებული სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიების შედეგები?“,- განაცხადა სამუშიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის