პარლამენტის წინ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დასრულდა.

რუსთაველის გამზირზე აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი და მსვლელობა ხვალაც იგეგმება, მაგრამ მსვლელობის გეგმა და მიმართულება სპონტანური იქნება.

“მსვლელობები გაგრძელდება, ვიდრე დიდი აქცია არ ჩაინიშნება. ეს იმისთვის, რომ მოსახლეობაში მუხტი არ დაეცეს და სულ გვახსოვდეს, რატომ უნდა გავაპროტესტოთ კანონი.

მსვლელობის მიმართულება, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სპონტანურად დაიგეგმება”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!