ირაკლი ეძგვერაძე - რუსულმა რეჟიმმა, აღდგომას, ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, მოაგზავნა „ტიტუშკები“, „ზონდერები“ და ენით აღუწერელი სიტყვებით შეეცადნენ მათ დაშინებას

რუსულმა რეჟიმმა კვირა დღეს, აღდგომას, ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, მოაგზავნა „ტიტუშკები“, „ზონდერები“ და ენით აღუწერელი სიტყვებით შეეცადნენ მათ დაშინებას. ეს სილაჩრე უკვე გაუგონარი რამ არის და მოვითხოვ აუცილებლად დადგინდეს ამ პირები ვინაობა. ვერ შემაშინებთ, არ შევშინდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს რის მიზანმიმართული პროვოკაცია, იმისთვის, რომ ხალხში დაპირისპირება გამოიწვიონ.

„ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. რა ენით აღუწერელ სისასტიკეს სჩადის რუსული რეჟიმი ყოველდღიურად, როგორ ხვდებიან ადამიანებს, როგორ არბევენ მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზით, ტყვიებით, წყლის ჭავლით, როგორ უსწორდებიან უბრალო მოქალაქეებს, მასწავლებლებს, პოლიტიკურ ლიდერებს, როგორ სასტიკად გაუსწორდნენ რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილს.

რუსული რეჟიმი მიდის აბსოლუტურად ყველაფერზე. მათ იკადრეს ისიც, რომ კვირა დღეს, აღდგომას ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, 11 და 13 წლის, მიუგზავნეს „ტიტუშკები“, ზონდერები და გაუგონარი, ენით აღუწერელი სიტყვებით შეეცადნენ მათ დაშინებას. ასეთი სილაჩრე წარმოუდგენელია, რომ ქართველმა ერმა მოითმინოს.

ეს რის მიზანმიმართული პროვოკაცია, იმისთვის, რომ ხალხში გამოიწვიონ დაპირისპირება. მე მივმართავ მათ, რომ შეჩერდნენ, გონს მოეგონ, დაადგინონ ამ პიროვნებების ვინაობა და აგებინონ მათ პასუხი. ეს არის ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების დაშინების მცდელობა, ქართველი ერის დაშინების მცდელობა, მაგრამ იცოდეთ, რომ პირადად მე, ერთი ადამიანი ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, არ დაგითმობთ არცერთ ნაბიჯს. ეს სილაჩრე უკვე გაუგონარი რამ არის და მოვითხოვ აუცილებლად დადგინდეს ამ პირები ვინაობა. ვერ შემაშინებთ, არ შევშინდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე და საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გახდება რუსეთი.

ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები იყვნენ პროვოკაციისთვის მოგზავნილები, იქცეოდნენ გაუგონრად, სკანდირებდნენ „გაუმარჯოს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს", შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს მეზობელს, რომელმაც კარი გაუღო. გაუგონარ, ამაზრზენ ქმედებებს აკეთებდნენ. ვფიქრობ, რომ უნდოდათ დაპირისპირებაში შესულიყო ვინმე ამ ადამიანებთან.“ - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო