შალვა პაპუაშვილი - პარლამენტს არ აქვს მიზეზი, რომ მესამე მოსმენით არ განიხილოს და არ მიიღოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი

პარლამენტს არ აქვს მიზეზი, რომ მესამე მოსმენით არ განიხილოს და არ მიიღოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან არგუმენტირებული მსჯელობის ნაცვლად პოლიტიკური განცხადებები ისმოდა.

„ჩვენ როგორც კომიტეტზე, ისე პლენარულ სხდომაზე მოვუწოდებდით ოპოზიციას არგუმენტირებულ მსჯელობაში შემოსულიყვნენ, თუმცა, გვესმოდა პოლიტიკური განცხადებები, წინასწარ დაწერილი პოლიტიკური შეფასებები. ნაცვლად მსჯელობისა, მსჯელობის დახურვა იყო. ჩანს, რომ არგუმენტი არ არსებობს, აქედან გამომდინარე, პარლამენტს არ აქვს მიზეზი რომ მესამე მოსმენით არ განიხილოს და არ მიიღოს ეს კანონი“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს