პარლამენტის თავმჯდომარე - ევროპარლამენტარებს და მათ წინამორბედებს, პოლიტიკურ თანამოაზრეებს თუ დავუჯერებთ, ევროპული მომავლის საბოტაჟში ვცხოვრობთ 12 წელია - სანქციებზე მსჯელობაც კი არასერიოზულია

ევროპარლამენტარებს და მათ წინამორბედებს, პოლიტიკურ თანამოაზრეებს თუ დავუჯერებთ, ევროპული მომავლის საბოტაჟში ვცხოვრობთ 12 წელია - სანქციებზე მსჯელობაც კი არასერიოზულია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარების კრიტიკულ განცხადებებისა და ქართველი დეპუტატების შესაძლო დასანქცირების თაობაზე პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ მათი [ევროპარლამენტარების] რეკომენდაცია ქართველი ხალხისთვის ცუდი იყო.

„სანქციებზე განცხადებებს რაც შეეხება, ეს სხვა ქვეყნების გადასაწყვეტია და ვერაფერს გეტყვით. არასერიოზულია ამაზე მსჯელობაც კი. როგორ შეიძლება კანონის მიღების გამო, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილია, ქართველი ხალხი დაასანქციროს ვიღაცამ? აბსურდია. ასეთ აბსურდულ განხილვაშიც კი ვერ შევალ. ესეც იმ ხალხის სურვილია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველები არიან და მათი მითითებებით მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილზე ამბობდა, რომ დემოკრატიის განმაპირობებელია და გამოსაშვებია. ეს ის ხალხია, ვინც მოგვიწოდებდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და ამით, ფაქტობრივად სამხედრო დაპირისპირებაში შევსულიყავით რუსეთთან. ეს ის ხალხია, ვინც ყოველ ჯერზე მავნებლურ რეკომენდაციას აძლევდა ქართველ ხალხს. ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ მათი რეკომენდაცია ქართველი ხალხისთვის ცუდი იყო. მადლობა ღმერთს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჯერა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, „ეს კინო უკვე ბევრჯერ გვაქვს ნანახი, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება ხდება“.

„ესაა ყველაზე ცუდი, რასაც, საერთო ჯამში, ეს ადამიანები, უცხოელი პოლიტიკოსები, აქტორები, უკეთებენ ევროპული მომავლის აღქმას საქართველოში და ამით აზიანებენ ევროკავშირის რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება