თეონა აქუბარდია - შალვა პაპუაშვილმა ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას“ და „გირჩის“ ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს - ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ

შალვა პაპუაშვილმა ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას“ და „გირჩის“ ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს - ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, ეს არის რეპრესიების დაანონსება.

შალვა პაპუაშვილს ვერ გაურკვევია ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაშია, იმიტომ რომ მან ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას" და "გირჩის"(„გირჩი - მეტი თავისუფლება“) ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ეს არის რეპრესიების დაანონსება. ეს არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებული ქრონიკა. როგორ დასრულდება ეს, ძალიან კარგად დაინახავს როგორც შალვა პაპუაშვილი, ასევე "ქართული ოცნება", მაგრამ ნამდვილად დასაცინები არიან, როდესაც "დროას" და "გირჩის" ტაქტიკას მიჰყვებიან და ამ დროს არიან ხელისუფლებაში. ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ," - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს" გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება