ირაკლი ნადირაძე - ჩვენ ვნახეთ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს, როგორ ძალადობენ მომიტინგეებზე, ირაკლი ეძგვერაძის არასრულწლოვან ბავშვებთან მიაგზავნეს სუს-ის „ტიტუშკები“ დაშინების მცდელობის მიზნით

ჩვენ ვნახეთ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს, როგორ ძალადობენ მომიტინგეებზე და ირაკლი ეძგვერაძის არასრულწლოვან ბავშვებთან მიაგზავნეს სუს-ის „ტიტუშკები“ დაშინების მცდელობის მიზნით. ისინი შეეხნენ ყველაზე წმინდას, რაც არის ოჯახი, რაც არის ბავშვები და მათ უნდა იცოდნენ, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, არცერთ დამნაშავე ნაძირალას არ შერჩება ეს დანაშაული, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასატანად.

„ჩვენ ვხედავთ, რომ შეშინებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ყველაფერზე მიდის რუსული კანონის გასატანად, რომ ქვეყანა წაიყვანოს რუსეთისკენ, რომ შეინარჩუნოს დიქტატურა და ძალადობრივი რეჟიმი. ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვხედავდით თუ როგორ უსწორდებოდნენ ძალადობრივად მშვიდობიან დემონსტრანტებს, სწორედ პუტინის რუსეთის სტილში. ჩვენ ვხედავდით და ვხედავთ როგორ უსწორდებიან სამოქალაქო აქტივისტებს, როგორ გაუსწორდნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ძალადობენ მასიურად მომიტინგეებზე და გუშინ ვნახეთ ათასობით განხორციელებული ზარი და მუქარა და ეს არის საერთოდ პიკი, როდესაც მცირეწლოვან, არასრულწლოვან ბავშვებთან მიაგზავნეს სუს-ის „ტიტუშკები“ დაშინების მცდელობის მიზნით. ისინი შეეხნენ ყველაზე წმინდას, რაც არის ოჯახი, რაც არის ბავშვები და მათ უნდა იცოდნენ, რომ რა დროც არ უნდა გავიდეს, არცერთ დამნაშავე ნაძირალას არ შერჩება ეს დანაშაული. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც თავდასხმა მოხდა ირაკლი ეძგვერაძეზე. რამდენიმე თვის წინ სასტიკად გაუსწორდნენ მას და მის მეგობრებს და ის ადამიანები, რომლებიც უნდა ისხდნენ ციხეში და დანაშაულს უნდა იხდიდნენ, რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს და როგორც ჩანს, ეს სუს-ის „ტიტუშკები“ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება მორიგი ძალადობრივი პროვოკაციებისთვის.”- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში