შალვა პაპუაშვილი - პირველად ხდება ისტორიაში, როცა დონორი სახელმწიფოსა და ხალხს ემუქრება, რომ თუ ისეთ კანონს მიიღებენ, რაც მის ფინანსებს გაასაჯაროებს, რაღაც ზომებს მიიღებენ - ასეთ აბსურდამდე მივედით!

აშშ-ს კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს სხვა სტრუქტურების ხელშია, რომ “დემოკრატიის ნაციონალური ფონდის“ გამჭვირვალობა უზრუნველყონ - ეს არის კეთილსინდისიერი დონორობის მინიმალური სტანდარტი! პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც დონორი სახელმწიფოსა და ხალხს ემუქრება, რომ თუ ისეთ კანონს მიიღებენ, რაც მის ფინანსებს გაასაჯაროებს, რაღაც ზომებს მიიღებენ. სამწუხაროდ, ასეთ აბსურდამდე მივედით! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილმა დღეს მედიასთან განაცხადა, რომ “ რადიკალური ჯგუფები და პოლიტიკური პარტიები აშშ-ს “დემოკრატიის ნაციონალური ფონდის“ მხრიდან ფარულად ფინანსდება.

“რომ ჩადიხარ ქვეყანაში, ხარჯავ ფულს, ხალხს ეუბნები, რომ ამას მის საკეთილდღეოდ აკეთებ - კეთილი ინებე და ხალხს უთხარი, რას აკეთებ მის საკეთილდღეოდ და რაში ხარჯავ. ამის ნაცვლად, იფარება ხარჯები და აქტივობები. მე ამ ფონდთან ერთი წელი მქონდა მცდელობა დაფინანსება გაესაჯაროებინა. რამდენჯერმე დაგვპირდნენ, რომ ამას გაასაჯაროებდნენ, ინფორმირებული იყო აშშ-ს საელჩო, თუმცა საბოლო ჯამში, ვნახეთ, რომ არა თუ გაასაჯაროვეს, ამ დონორის მხრიდან აქეთ მოვისმინეთ მუქარა.

ნაცვლად იმისა, რომ კეთილსინდისიერად იმოქმედონ, პროექტები და დაფინანსებები გაასაჯაროონ, "გაღმა შემოდავების" მეთოდით საუბარია იმაზე, რა არის FARA და რა არ არის FARA. საბოლოო ჯამში, ყველა კარგად გაერკვა, რომელი კანონი რომელ ქვეყანაში რას აწესრიგებს და ყველამ ზეპირად იცის, რომ კანონი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს თავისი სიმკაცრითა და რეგულირებით ამერიკულ ვერსიასთან ახლოსაც ვერ მოვა.

როდესაც ასეთი კანონის ქონის პირობებში საქართველოსთვის პრეტენზიების წაყენება ხდება, არ არის დამაჯერებელი.

რა უშლის აშშ-ს შესაბამის ფონდს ხელს იმაში, რომ გაასაჯაროოს პროექტები - ხომ ამბობს, რომ კეთილ საქმეს აკეთებს. თქვან ეს სიკეთე რაში გამოიხატება, რაში იხარჯება ფული, რატომ მალავენ სიკეთეს?! შეუძლიათ ხუთ წუთში გაასაჯაროონ - ამას ბევრი არაფერი არ სჭირდება. დადონ ბაზა იმ პროექტების, რას აფინანსებენ და რას - არა. თუკი ფული კეთილი საქმისთვის იხარჯება, ყველა ნახავს და მადლობას გადაუხდის - როგორც ჩანს ბევრია დასამალი და ამიტომაც არ საჯაროვდება“, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე