ლევან ბეჟაშვილი - იმ ყველაფრის ფონზე, როცა ძალადობენ ახალგაზრდებზე, სასტიკად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს, სახლში მიუვარდნენ ირაკლი ეძგვერაძეს, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მორიგი მანიპულაციური პოლიტიკა

იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ძალადობენ ახალგაზრდებზე, სასტიკად გაუსწორდნენ ლევან ხაბეიშვილს, სახლში მიუვარდნენ ირაკლი ეძგვერაძეს, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მორიგი მანიპულაციური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ, - ამის შესახებ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მონაცემთა ბაზა შეიქმნება, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა ჯერაც არ გამოძიებულა, პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილება კი არ შეჩერებულა.

შალვა პაპუაშვილის მორიგი განცხადება არის „ქართული ოცნების“ მანიპულაციური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ. თან მაშინ, როდესაც დღეს მთავარი მოძალადე არის სახელმწიფო, სახელმწიფოსგან, მმართველი პარტიისგან დაქირავებული „ზონდერები” და „ბანდები“ დათარეშობენ თბილისის ქუჩებში და ძალადობენ ახალგაზრდებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე.

ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა ჯერაც არ გამოძიებულა, პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილება არ შეჩერებულა. ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს სახლში მიუვარდნენ და ამ ფონზე შალვა პაპუაშვილის კიდევ აქეთ ბრალდებები არის მორიგი მანიპულაცია“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება