საქართველოს ეროვნული პლატფორმა - ვგმობთ ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტებზე და მედია წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს და მოვითხოვთ რეაგირებას!

საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს - მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში მოხდეს ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროულად და ყოველმხრივ გამოიძიონ ძალადობის თითოეული ფაქტი და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს. შემაშფოთებელია სამოქალაქო აქტივისტებზე და მედია წარმომადგენლებზე, მათ შორის, მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა.

მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში მოხდეს ძალადობის ფაქტებზე რეაგირება: ჩატარდეს დროული და ყოველმხრივი გამოძიება, დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში და გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას.

მოვუწოდებთ მმართველ ხელისუფლებას, უარი თქვას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებაზე, რომელიც საქართველოს საზოგადოებას ყოფს და ძალადობასაც კი იწვევს, ხოლო საქართველოს უჭრის ევროკავშირსა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას. მოვუწოდებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროულად და ყოველმხრივ გამოიძიონ ძალადობის თითოეული ფაქტი და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.

არა ძალადობას!

არა რუსულ კანონს!

კი ევროპას!“ - ნათქვამია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს