ლევან ბეჟაშვილი - სუს-ის მორიგი არასერიოზული განცხადება ვნახეთ მაშინ, როცა თბილისის ქუჩებში ბანდები დათარეშობენ, ახალგაზრდებს სცემენ, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე

სუს-ის მორიგი არასერიოზული განცხადება ვნახეთ მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში ბანდები დათარეშობენ და დაუდგენელი პირები ახალგაზრდებს სცემენ, ძალადობენ მათზე, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე. სამართალდამცავი ორგანოები რაღაც საფრთხეებზე საუბრობენ, იმის ნაცვლად, რომ შეასრულონ პირდაპირი მოვალეობა - დაიცვან საქართველოს მოქალაქეები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა, სუს-ის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სამართალდამცველებმა უნდა დაიცვან მოქალაქეები იმ კრიმინალური ბანდებისგან, რომლებიც „ქართული ოცნების“ დავალებით ძალადობენ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მორიგი არასერიოზული განცხადება ვნახეთ ჩვენ მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში ბანდები დათარეშობენ და დაუდგენელი პირები ახალგაზრდებს სცემენ, ძალადობენ მათზე, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე. სამართალდამცავი ორგანოები რაღაც საფრთხეებზე საუბრობენ, იმის ნაცვლად, რომ შეასრულონ პირდაპირი მოვალეობა - დაიცვან საქართველოს მოქალაქეები, დაიცვან იმ კრიმინალური ბანდებისგან, „ქართული ოცნების“ დავალებით რომ ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე, გავიხსენოთ სატელეფონო ტერორის ბოლოდროინდელი მოვლენები და ა.შ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, "რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით". როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში".

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა