ალეკო ელისაშვილი - წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და ასეთ ბოდვებს ხმამაღლა ამბობს, რომ „ჩვენ, ახლა, ყველას აღგწერთ“

ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა ბიძამისი რომ ძაღლებს შეაჭამა, ალბათ, იქამდე მივლენ, რომ ცოფიანი ძაღლები­ გაწვრთნან და მოგვიქსიონ, თითქმის, არაფერი უკლიათ იქამდე, - ასე აფასებს პარტია „მოქალაქეების“ლიდერი ალეკო ელისაშვილის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ.

დეპუტატი მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას „ბოდვას“ უწოდებს.

„ეს არის ბოდვა. წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და ასეთ ბოდვებს ხმამაღლა ამბობს, რომ „ჩვენ, ახლა, ყველას აღგწერთ“. ჩრდილოეთ კორეაში ჰგონია თავი. მერე არ ვიცი, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა ბიძამისი რომ ძაღლებს შეაჭამა, ალბათ, იქამდე მივლენ, რომ ცოფიანი ძაღლები გაწვრთნან და მოგვიქსიონ, თითქმის, არაფერი უკლიათ იქამდე. წარმოიდგინეთ, სადამდე დაეცა ხელისუფლება, რომ საკუთარ მოქალაქეებს ასეთი რეესტრის შექმნით აშანტაჟებს და აშინებს, უფრო სწორედ, საკუთარ თავს იმხნევებენ ამით, ვის ეშინია მაგის და მეორე მხრივ, ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე მარტო იმას სთავაზობს საკუთარ ამომრჩეველს, რომ ურეკავენ და აგინებენ, ჯერ ეს იდიოტობა ვინც მოიფიქრა, შემდეგ ვისაც მოეწონა, მერე ვინც ეს დაგეგმა, წარმოგიდგენიათ, რა მარაზმში არიან? ეს არის ბოლო ჟამი, აგონია. როდესაც ხელისუფლება ასეთ რაღაცებს აკეთებს ის არის აგონიაში და ის უკვე სინამდვილეში, თვითონვე ემზადება წასასვლელად.

დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებაში“ ვისაც კიდევ მოეკითხება ჭკუა, იციან, რომ ეს არის მარაზმი, ბოლო მწვერვალი და ამის შემდეგ უკვე ხელისუფლება ხელისუფლებიდან მიდის აუცილებლად“, - განაცხადა ელისაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება