გიორგი ვაშაძე სუს-ის განცხადებაზე - ეს არის სისულელე, ბოდვა და ტყუილი - 12 წელია ამას ლაპარაკობენ, რომელიც თვითონ გამოიგონეს არაერთგზის, წლების მიხედვით განცხადებებში სიტყვები მაინც შეცვალონ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ტყუილსა და უწყების მიერ შეგნებულად გამოგონილს უწოდებს.

მისი შეფასებით, სუს-ი ბოლო 12 წლის განმავლობაში ერთი და იმავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებს, რომელშიც სიტყვაც კი არ არის შეცვლილი და მთავარი მიზანი საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნაა.

„ეს არის სისულელე, ბოდვა და ტყუილი. 12 წელია ამას ლაპარაკობენ, რომელიც თვითონ გამოიგონეს არაერთგზის, წლების მიხედვით განცხადებებში სიტყვები მაინც შეცვალონ. არაფერი მსგავსი საუბრები ოპოზიციაში არ არის, ყალბ ჩანაწერებს მე არ ვუსმენ. ამოიღეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო 12 წლის განცხადებები და ნახავთ.

12 წლის განმავლობაში, რასაც სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური აცხადებს ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ დაძაბულობას შეგნებულად ქმნიან და სრული პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ.

როგორც კი მათ გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან, მშვიდად და წყნარად გავაგრძელებთ საქართველოში თანაცხოვრებას და აღმშენებლობის დიდ პროცესს დავიწყებთ!”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია